მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალური კუმულაციით მოლაპარაკებები ავეჯის და სამშენებლო სფეროების მიმართულებით მიმდინარეობს - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

თურქეთი

დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავეჯის და სამშენებლო სფეროების მიმართულებით, - ამის შესახებ DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

“დიაგონალური კუმულაცია რამდენიმე წელია ძალაშია. როგორც ვიცით, საქართველოში არ არის ნედლეული. დიაგონალური კუმულაციის მაგალითები შედგა ტექსტილის სფეროში, თუმცა ამ დარგში ისედაც ვმუშაობდით ჩვენ. სხვა სფეროებს რაც შეეხება, სამშენებლო და ავეჯის მიმართულებით მოლაპარაკებები გრძელდება. დაინტერესება ჯერჯერობით არსებობს, მაგრამ კონკრეტული ინვესტორი არ არის შემოსული. თურქეთში საქართველოს კონსული სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის გამართვაზე მუშაობს, რათა თურქ ბიზნესმენებს ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ და მეტი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ. ამასთან, დაკავშირებით მალე ვიზიტიც იგეგმება”, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეო) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები