დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.
უწყება 17 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სადიალიზე საშუალებებსა და მასალებს შეიძენენ.
გამარჯვებულმა კომპანიამ პრეპარატების პირველი პარტიის - 35 ათასი სეანსის, მიწოდება 2019 წლის 15 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს.
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 28 სამედიცინო დაწესებულებაში შესძლებენ, მათ შორის დედაქალაქსა და რეგიონების მსხვილ ქალაქებში.