მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიახ, ჩვენ გვაქვს 2 ბანკი, რომელიც ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებს"

5be9141059f3f
სალომე მეცხვარიშვილი
12.11.18 10:30
1266
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებას, რომ საქართველოში ზოგიერთ ბიზნეს სექტორში მაღალი კონცენტრაციაა. საუბარია საბანკო სფეროსა და ჯანდაცვის მიმართულებაზე. ფადი ასლი ამბობს, რომ მსგავსი ტენდენცია პოსტ საბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა, სიტუაციის გამოსწორებას დამატებითი დრო სჭირდება.

„ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, ჩანს, რომ ეკონომიკის დიდ სექტორებში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა. დიახ, ჩვენ გვაქვს 2 ბანკი საქართველოში, რომელიც ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებს. ასევე, არსებობს 2-3 ჯანდაცვის კომპანია, რომლებიც ასევე აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ მათ უბრალოდ დრო უნდა მივცეთ, რომ მეტად გაიხსნას ბაზარი. ჩვენ გვაქვს ღია საბაზრო ეკონომიკა და ამიტომ ვთვლი, რომ სიტუაცია მომდევნო წლებში ამ მიმართულებით შეიცვლება. რადგანაც მცირე კონკურენცია ეკონომიკის განვითარების სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია“,- აცხადებს ფადი ასლი.

IMF საქართველოში საბანკო და ჯანდაცვის სექტორში დაბალი კონკურენციის რისკებს ხედავს

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები