მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთს Brexit-ის გამო, ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს უწინასწარმეტყველებენ

57ff7ab26deae
BM.GE
13.10.16 18:00
1041
დიდ ბრიტანეთს Brexit-ის გამო ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს უწინასწარმეტყველებენ. როგორც ბანკის Morgan Stanley-ის განცხადებაშია ნათქვამი, თუ Brexit-ის პროცესში იმიგრაციაც შეიზღუდება, სამომავლოდ ბრიტანეთს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ინტელექტუალური რესურსი არ ეყოფა.

როგორც BBC წერს, Brexit-მა შესაძლოა ხელი შეუშალოს უკვე არსებული და ახალი სამეცნიერო კვლევების განვითარებას, რაც იმაზე მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ფინანსური დანაკარგია ევროკავშირიდან გამოსვლის გამო.

"2007-2013 წლებში ბრიტანეთმა ევროკავშირისგან 8 მილიარდი დოლარი მიიღო სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების შექმნისთვის. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ბრიტანეთს ემუქრება, საემიგრაციო წესების ცვლილებიდან გამომდინარეობს. ამან, შესაძლოა, დააზიანოს საერთაშორისო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე დიდ ბრიტანეთი დაკარგავს მომხიბლლელობას ნიჭიერი ადამიანებისთვის. ეს გრძელვადიანი რისკია, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ბრიტანეთის ხელისუფლება მიგრაციას შეზღუდავს და უარს იტყვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე",- წერს ბანკი Morgan Stanley.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები