მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყება

ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ლიდერებმა კირ სტარმერის პეკინში მიმდინარე ვიზიტისას მიიღეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უვიზო მიმოსვლის ხანგრძლივობა ერთჯერადად, მაქსიმუმ, 30 დღეს უნდა გაგრძელდეს და მისი დანიშნულება ან საქმიანი უნდა იყოს, ან ტურისტული.

ამ ეტაპზე სასწავლო ან სხვა სახის შეღავათებზე საუბარი არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდიდან შეეძლებათ ორი სახელმწიფოს მოქალაქეებს ვიზის გამოყენების გარეშე მოგზაურობა, თუმცა ცნობილია, რომ მისი მიზანი ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდაც იქნება.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში კირ სტარმერი და სი ძინფინგი ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა მომსახურების სფეროში სტანდარტების დაახლოებასა და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე, რომელიც როგორც ჩინეთის, ისე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მეორე ქვეყანაში დასაქმდნენ. ამასთან, დაგეგმილი ცვლილებები ჩინეთში მოქმედ ბრიტანულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, დაასაქმონ მეტი ადგილობრივი კადრი. როგორც სტარმერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ამ საკითხის წამოწევას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები