მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ექიმები COVID-რეგულაციების შემოღებას ითხოვენ

61702506d950e
ნათია თაქთაქიშვილი
20.10.21 19:15
725
დიდი ბრიტანეთის ექიმებმა ქვეყნის მთავრობას თხოვნით მიმართეს COVID-რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ თვეს გამოაქვეყნა, როგორც კორონავირუსის მართვის გეგმა შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავს: საზოგადოების დროულად ინფორმირებას კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, დისტანციურად მუშაობის შემოღებას და საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას. ამასთან, აუცრელ პირებს შეეზღუდებათ საჯარო სივრცეებში შესვლა, თუ COVID-ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, ამავე დროს სავალდებულო გახდება ნიღბის გამოყენება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სექტორის გაცხადებით, ქვეყანაში უკიდურესად გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები და საავადმყოფოში განთავსების მაჩვენებელი.

გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთში დღეში საშუალოდ კორონავირუსის 40,000-50,000 ახალი შემთხვევა დასტურდება, თუმცა ვაქცინაციის ფონზე შედარებით დაბალია გარდაცვალების შემთხვევები სხვა პიკურ პერიოდებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი დაკვირვებით კორონავირუსის დელტა შტამი მუტაციას განიცდის და ახალ შტამად AY.4.2 ფორმირდება და სწორედ დელტა შტამის მუტაციას უკავშირდება ქვეყენაში კორონავირუსის მომატებული ახალი შემთხვევები.

თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის პრესის სამსახურის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა აკვირდება მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში მზად არის COVID-რეგულაციები დროულად შემოიღონ.

გამოცემა წერს, რომ დღევანდლები მონაცემებით დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 78.9%-ია სრულად ვაქცინირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები