დიდ ბრიტანეთში შერლოკ-ჰოლმსის საკოლექციო მონეტა გამოუშვეს. გაერთიანებული სამეფოს მონეტარულმა სახლმა მონეტა მწერალ არტურ კონან დოილის 160 წლისთავთან დაკავშირებით დაბეჭდა.
50 პენსი ნომინალი, ორი სახის დაიბეჭდა: სხვადასხვა შენადნობისგან გაკეთებული მონეტა 10 ფუნტიდან გაიყიდება, ხოლო ოქროს მონეტის ფასი 795 ფუნტი იქნება.
მონეტის დიზაინის ავტორი სტივენ პოა, ბრიტანული მედიის ცნობით, მონეტის დიდი ტირაჟი უკვე დარეზერვებულია.
შეგახსენებთ, რომ შერლოკ ჰოლმსი არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია; შერლოკ ჰოლმსი დეტექტიური ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.

























