მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთში ვეგანური სოსისის გაყიდვებმა რეკორდს მიაღწია

5c82794f56599
ლევან თაღიაშვილი
08.03.19 21:00
5566
ბრიტანულმა სწრაფი კვების რესტორანმა Greggs-მა მომხმარებლებს, წლის დასაწყისში, ვეგანური სოსისი შესთავაზა და როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე თვის შემდეგ მან მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

როგორც BBC წერს, რესტორნის მთლიანი გაყიდვები ახალი პროდუქტის გამოჩენის შემდეგ, 7 კვირის განმავლობაში 9.6%-ით გაიზარდა.

გამომცემლობის მიხედვით, პროდუქტი ხორცის შემცვლელი სოიოსგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვებმა პირველად 1 მილიარდ ფუნტს გადააჭარბა. კომპანიას დიდ ბრიტანეთში სულ 1953 ობიექტი აქვს და მისი აღმასრულებელი ხელმძღძვანელის მიხედვით მათი რაოდენობა 2000-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები