დიდ დიღომში ხანძარია - დამწვარია 2000 კვ.მეტრის ფართი. ამის შესახებ tv 'პირველი' აცხადებს.
ხანძარი 'გუდვილთან' ახლოს მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია 23 სახანძრო ჯგუფი.
ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ჩაქრობა გართულებულია.
tv 'პირველის' ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

























