„აპექს თაუერსი“ კომპანია „აპექს დეველოპმენტის“ მორიგი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტია, რომელიც ვარკეთილში, საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს.
კომპლექსი ორი 34 სართულიანი შენობისგან შედგება, რომელიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს გააერთიანებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ფორჩხიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს პროექტების არქიტექტურულ გადაწყვეტებასა და ვიზუალურ იერსახეს, რაც საბოლოოდ ქალაქის იერსახეზე აისახება.
„ჩვენი პროექტები მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე ფართებს, რაც საჭიროებს კონკრეტულ ტექნიკურ, საინჟინრო და არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ როგორც ვიზუალური, ისე არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების ჩართული იყოს მთელი გუნდი. გარდა ამისა, რეგულარულად ვესწრებით საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებს ევროპასა და აზიის ქვეყნებში — მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში.
პროცესი მუდმივად განვითარების ეტაპზეა, მუდმივად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და მასალები, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე დანერგილი გვაქვს ჩვენს პროექტებში. მაგალითად, ალუმინის ფასადები და ტერაკოტა. ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შიდა არქიტექტურის განვითარებასაც.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ გარე ფასად, რადგან ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალაქის იერსახეზე. მაგ. ერთ-ერთ ჩვენს პროექტში, რომელიც შენდება ვარკეთილში გამოყენებულია სარკისებრი ეფექტის მქონე გადაწყვეტა. მიუხედავად შენობის მასშტაბურობისა (ორი 34-სართულიან თაუერს ვაშენებთ), ის საკმაოდ ეფექტურია, რადგან მისი ფასადი ირეკლავს გარე პერიმეტრს და ამინდის ცვლილებების შესაბამისად სხვადასხვა ვიზუალურ სახეს იღებს. შედეგად, იქმნება ძალიან საინტერესო და დინამიკური არქიტექტურული გადაწყვეტა.“ - განაცხადა ფორჩხიძემ არქიტექტურული კომპანია „ტასჰაბის“ რუბრიკაში სტუმრობისას.




























