მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ალბათობით დელტას ახალი ვარიანტი საქართველოშიც გამოჩნდება - ამირან გამყრელიძე

6183a613b4e43
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 13:35
609
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში დელტას ახალი ვარიანტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა უახლოეს მომავალში ამის მოლოდინი არის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებლებისა და ახალი შტამების გამოჩენის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესში სამიზნე მაჩვენებლის მოცვა საკმარისი აღარ არის.

„ახალმა შტამმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ აქტიური ცირკულაცია დაიწყო. ასევე 27 ქვეყანაშია ის დაფიქსირებული. ჩვენთან ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში, ჯერჯერობით „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგზაურობის გამო მობილობა გაზრდილია“, - თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები