მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ალბათობით, წელს WHO პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს - ამირან გამყრელიძე

624ebbcc65dff
მარიამ იზორია
07.04.22 14:29
1029
„თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2”-თან განაცხადა.

მისი განმარტებით, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ დღეს პირველად კორონავირუსისგან გარდაცვლილი არ გვყავს. გამყრელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ენდემური გახდეს და მან გირიპის სახე მიიღოს.

“დღეს პირველად 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, კოვიდისგან გარდაცვალების ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც ჯანმო როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მიმართებით აკეთებს, სტაბილიზაცია აპრილში უნდა გაგრძელდეს.

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სრულდება. ანუ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“ - განმარტავს გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები