აუდიტორული კომპანიის Ernst & Young ანგარიშის Global Capital Confidence Barometer თანახმად, დიდი ბრიტანეთი 2009 წლის შემდეგ პირველად, საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ტოპ ხუთეულში ვერ მოხვდა.
მიმდინარე წელს საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, გერმანია, კანადა და საფრანგეთია.
ანგარიში მსოფლიოს 45 ქვეყანაში 1700 კომპანიის ხელმძღვანელის გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
როგორც კომპანიის Ernst&Young საკონსულტაციო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილე სტივ კროუსკოსი აღნიშნავს, „Brexit გეოპოლიტიკური ცვლილებების კარგი მაგალითია, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების გართულებას გამოიწვევს.“ E&Y დიდი ბრიტანეთის ხუთეულში დაბრუნებას გრძელვადიან პერიოდში ელოდება.
"დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება ძლიერი ეკონომიკის, დიდი ნიჭისა და აქტივების მქონე ქვეყნად. ის კვლავაც მოიაზრება სიახლეების, წარმატებებისა და ინოვაციების ხანგრძლივი ისტორიების მქონე სახელწმიფოდ“, - განმარტავენ E&Y-ში.

























