მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთი პოლიტიკაში კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვას განიხილავს

კრიპტოვალუტა

დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის, ლეიბორისტების კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით, რომ საარჩევნო პროცესებში კრიპტოვალუტის დაშვება შეიზღუდოს, პარტიებს კი დაფინანსების ციფრულ ვალუტაში მიღება სრულად აეკრძალოთ. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ინიციატივა იმ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, რაც თავად კრიპტოგადარიცხვებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, მათი შემოწმება ტრადიციულ საბანკო გადარიცხვებზე გაცილებით უფრო რთულია, შესაბამისად, არსებობს უცხოური ჩარევისა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის რისკი.

ლეიბორისტული პარტიის ინიციატივას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ნაიჯელ ფარაჟის პარტია “Reform UK”-ში, სადაც აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტებისა თუ პირადად კანდიდატების დაფინანსება კრიპტოვალუტით არათუ უნდა შეიზღუდოს, არამედ მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი შემოსავლები კრიპტოტრანზაქციებით სწორედ ფარაჟის პარტიამ მიიღო.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კრიპტოვალუტაში ინვესტირებიდან მიღებულ შემოსავალზე დაწესებულ გადასახადს 24%-დან 10%-მდე შეამცირებს, ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკში კი სპეციალურ რეზერვს შექმნის, რომელიც ბიტკოინზე იქნება მიმაგრებული. ამასთან, ადგილობრივ ბანკებს დაავალდებულებს, კრიპტოვაჭრობა ყველა მომხმარებლისთვის გახადონ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები