დიდ ბრიტანეთს 2 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი კვარტალი ჰქონდა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 0.6%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 2 წელში ყველაზე კარგი შედეგია, არსებულ ინფორმაციას სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურიც ადასტურებს. ზრდას წინ უძღოდა დადებითი სტიმულების გაჩენა აპრილსა და ივნისში, რომელიც გამოიხატებოდა საყოფაცხოვრებო ხარჯის გაზრდაში და ასევე მსოფლიო ჩემპიონატით ფეხბურთში, რომელმაც Bloomberg-ის თქმით, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. ინგლისის ეროვნული ბანკი სავარაუდოდ შესაბამის ქმედებებს განახორციელებს და გაზრდის საპროცენტო განაკვეთს, რათა შეინარჩუნოს ინფლაციის დონე.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი Brexit-ის შესახებ კვლავ მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა პროცესი გარკვეულწილად ჩიხშია შესული. რამდენიმე კვირის წინ ლონდონის მერმა ხელახლა მოითხოვა რეფერენდუმი, რადგან არსებული შეთანხმება მისი აზრით, გაცილებით უარესია ვიდრე EU-ში დარჩენა. ცოტა ხნის წინ მას შეუერთდა 60 ბიზნეს ლიდერი, რომელმაც იდენტური მოთხოვნა წამოაყენა ხელისუფლების მისამართით.