მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: მზად ვართ შევეწინააღმდეგოთ, იმას, რასაც მომავალი გვიმზადებს

577136e3bbd95
BM.GE
27.06.16 18:21
1684
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი დღეს პირველი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც მისი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი. ოსბორნი, ბაზრების დაწყნარებას შეეცადა.
 
"ბრიტანეთი მზადაა შეეწინააღმდეგოს იმას, რასაც მომავალი გვიმზადებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ტელემიმართვაში.

"არ მინდა, რომ ბრიტანეთმა ზურგი შეაქციოს ევროპას, ან დანარჩენ მსოფლიოს“. ოსბორნმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას „მარტივი გზა არა აქვს გასავლელი“, მაგრამ „მზადაა ყველაფრისთვის“.

მინისტრმა აღიარა, რომ ზოგიერთმა კომპანიამ Brexit-ის გამო შეაჩერა ინვესტიციები, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო და ქვეყნის ეკონომიკას გარდაუვლად მოუწევს შეგუება ახალ რეალობასთან.

ეს ოსბორნის პირველი გამოსვლა იყო რეფერენდუმის შემდეგ და ექსპერტების აზრით, ამით მინისტრი შეეცადა დაეწყნარებინა საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მწვავე რეაგირება გააკეთეს Brexit-ზე.

დღეს დილით, აზიის ვაჭრობებზე ფუნტი კიდევ დაეცა და წინა კვირის პარასკევთან შედარებით და აშშ დოლარის მიმართ 3%-ით გაუფასურდა. ევროს მიმართ კი ბრიტანეთის ეროვნულმა ვალუტამ 1.4% დაკარგა. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგები საფინანსო ბაზრებისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, პანიკა არ ყოფილა და „ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები