მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი შესაძლოა, გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს

სს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შესაძლოა, ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი განიხილავს შესაძლებლობას, გამოცემა „ტელეგრაფი“ და „სპექტეიტორი“ შეისყიდოს. ტელეგრაფის მთავარ რედაქტორად კი ზაჰავი ბორის ჯონსონს მოიაზრებს.

ბორის ჯონსონთან დაახლოებულმა წყარომ sky news-ს უთხრა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ტელეგრაფის“ რედაქტორად დანიშვნის შესახებ იდეა არსებობდა, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები