მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვ.მ ფართი დაიწვა - თეიმურაზ მღებრიშვილი

სს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით, 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა.

მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები