მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღმისა და გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ბასლეინს აკეთებენ

64197d162a6a9
BM.GE
21.03.23 13:50
14950
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდი დიღომი და გლდანი ერთმანეთს რამდენიმე დღეში ბასლეინით დაუკავშირდება. 

როგორც bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს, საგზაო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და აპრილის დასაწყისში დასრულდება.

ბასლეინი მოეწყობა ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და გიორგი მინდელის ხიდზე.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ავტობუსის ზოლი გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები