მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი გადატვირთვა“ - ხვალიდან დავოსის ონლაინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება

600ecd4691137
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 18:18
1520
26-29 იანვარს, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გაიმართება; წლევანდელი ფორუმი რიგით 51-ეა და კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდებახოლო 2021 წლის 13-16 მაისს სიგნაპურში ტრადიციული ფორმატით გაიმართება.

2021 წლის ფორუმის სადისკუსიო თემას წარმოადგენს: "Great Reset" (დიდი გადატვირთვა). ვირტუალური რაუნდის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ლათინური ამერიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იმსჯელებენ პანდემიით მიღებულ გამოწვევებზე, ასევე, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სამუშაო გარემო და ტექნოლოგიების მდგრადი განვითარება.

რაც შეეხება ფორუმს სინგაპურში, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება, მის საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი და დირექტორი კლაუს შვაბი, ასევე, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. 

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის პლატფორმა საერთაშორისო დისკუსიების და მოლაპარაკებებისთვის, რაც მიზნად ისახავს სამომავლო წარმატებულ ბიზნეს-გარიგებებსაც.

ცნობისთვის: დავოსის ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს შეიქმნა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum) ეწოდებოდა. 2015 წელს ის აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციად. როგორც წესი, ეკონომიკურ ფორუმს (WEF), დაახლოებით, 3000 ადამიანი ესწრება; საშუალოდ, მათი მესამედი ბიზნეს სექტორის წამომადგენლებია; თუკი თქვენ მიწვეული სტუმარი ბრძანდებით, ფორუმი უფასოა, სხვა შემთხვევაში, WEF-ის წევრობის საფასური 480,000 ფუნტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები