მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ოდენობით „მეთადონის“ ფლობისა და რეალიზაციის მცდელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

გამოძიების ვერსიით სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი.

პოლიციამ ბრალდებულის ბინიდან ასევე ამოიღო მასალები, რომლებიც, უწყების ცნობით, ნარკოტიკის დასაფასოებლად გამოიყენებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის მცდელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები