ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები დღეს მინისტრმა მიიღო, როგორც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, არჩილ ჩუხრუკიძე ამბობს, საუბარი ძირითადად DRG-ის სისტემას შეეხო.
მისი თქმით, საუბარი არ ყოფილა ტაშის კვრის რეჟიმში და შეხვედრაზე საუბარი პროგრამის პრობლემურ ნაწილს შეეხო.
"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში მოვიდა მინისტრი, რომელთანაც ჩვენს პრობლემებზე საუბარი შეიძლება. დღევანდელი საკითხი, რა თქმა უნდა, DRG იყო. ჩვენ დავასახელეთ ის პრობლემები, რომელიც ბატონმა მიხეილმა მოინიშნა და დეტალურად გაეცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ 2 დღის წინაც გვქონდა შეხვედრა. აქ არ იყო საუბარი ტაშის დაკვრაზე და იმაზე, რა კარგად მიმდინარეობს, აქ იყო საუბარი პრობლემებზე, რომელიც DRG-ის აქვს. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური და საქმიანი შეხვედრა იყო. მინისტრის განწყობა ძალიან პოზიტიურია იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტებისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. მხოლოდ დარგის და სამინისტროს ერთიანი თანამშრომლობით მიიღწევა შედეგი. მე ვთვლი, რომ კარგი სიახლეები იწყება" - განაცხადა კარდიოლოგთა საზოგადოების ხელმძღვანელმა.