მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დიდი რუსთავის ფართობიდან მოპოვებული ნავთობი ქვეყანას 10 მლნ შემოსავალს მოუტანს” - რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე

“2023 წელს რამდენიმე ერთეული ჰორიზონტალური ლულით ბურღვა განხორციელდა, სულ რამდენიმე დღის წინ ვესტუმრეთ დიდი რუსთავის ფართობს, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვება დაფიქსირდა, დღიურად რამდენიმე ათეული ტონა, რაც დამატებით, 10 მლნ ლარით მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ვუსურვებთ ინვესტორებს წარმატებას, რაც ავტომატურად ჩვენი ქვეყნის წარმატებაა”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ წლების მიხედვით გაზის მოცულობებსა და შემოსავლების ზრდაზეც ისაუბრა.

“2021 წელს 2020 წელთან შედარებით 49%-ით გაიზარდა გაზის მოცულობა, შემოსავალი კი - 12%-ით შემცირდა, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო ფასის კომპონენტით, რომელიც დაბალი იყო.  2022 წელს გაზის მოცულობა 19%-ით გაიზარდა, შემოსავალი - 44%-ით, 2023 წელს, 6 თვეში 10%-ით არის გაზრდილი გაზის მოცულობა, შემოსავალი კიდევ 40%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით, ეს დამატებით რამდენიმე ათეული ლარია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის სააგენტოს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალში”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: ყოველი წლის 10 სექტემბერს საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის დარგში განსაკუთრებული წვლილით გამორჩეულ ადამიანებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები