მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი სიახლე განათლების სამყაროში! ლეველს აკადემია კემბრიჯის ოფიციალური პარტნიორი გახდა! (რ)

ლეველს აკადემია კემბრიჯის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
23.03.26 17:26
846

ლეველს აკადემია სიამაყით აცხადებს Cambridge English Educational Partner - ის ოფიციალური სტატუსის მიღებას. ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა Cambridge University Press & Assessment-თან სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, კემბრიჯის სერტიფიცირებისთვის მომზადებასა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარებას.

რა გულისხმობს პარტნიორობა?
ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს "ლეველს აკადემიის" ინგლისური ენის პროგრამების სრულ შესაბამისობას კემბრიჯის მაღალ აკადემიურ სტანდარტებთან.

- კემბრიჯის სტანდარტებთან შესაბამისობა:

სასწავლო პროგრამები შემუშავებულია Cambridge English-ის მეთოდოლოგიისა და ხარისხის სტანდარტების მიხედვით.

- სერტიფიცირებული მოსამზადებელი ცენტრი:

ლეველს აკადემია არის სერტიფიცირებული დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლას და მომზადებას Cambridge English Qualifications-ის გამოცდისთვის (KET FS, PET, FCE, CAE) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კემბრიჯის ოფიციალური გამოცდები:

ლეველს აკადემიაში სტუდენტებს შეუძლიათ მოემზადონ და ადგილზევე ჩააბარონ კემბრიჯის სასერტიფიკატო გამოცდები, რაც მათთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.


- მასალებსა და რესურსებზე წვდომა:

ყველა ასაკობრივ ჯგუფში სწავლების პროცესში გამოიყენება Cambridge University Press & Assessment-ის უახლესი სასწავლო მასალები, ციფრული რესურსები და შეფასების ინსტრუმენტები.

- პედაგოგების პროფესიული განვითარება:

აკადემიის მასწავლებლები გადიან რეგულარულ ტრენინგებს კემბრიჯის მიერ, რათა დანერგონ სწავლების თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდები.

- ხარისხის მუდმივი მონიტორინგი:

პროგრამების ხარისხი და სწავლების პროცესი ექვემდებარება კემბრიჯის რეგულარულ შეფასებას და უკუკავშირს.

- ინგლისური ენის ცოდნის შეფასება:

ყველა ახალი სტუდენტი გადის Cambridge English - ის ოფიციალურ დონის დასადგენ ტესტირებას, რათა ზუსტად განისაზღვროს მათი უნარები და გადანაწილდნენ შესაბამის ჯგუფში.


- მოქნილი გრაფიკი:

გაკვეთილები ტარდება მოქნილი გრაფიკით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეუთავსონ სწავლა სხვა აქტივობებს.


რა სარგებელი მოაქვს ამას სტუდენტებისა და ბაზრისთვის?

პარტნიორობა ლეველს აკადემიის სტუდენტებსა და საქართველოს განათლების ბაზარს, რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს:

- ყოვლისმომცველი მომსახურება:

სტუდენტები იღებენ სრულ ციკლს: მომზადებიდან გამოცდის ჩაბარებამდე ერთ სივრცეში, რაც ზოგავს მათ დროსა და ენერგიას.


- გლობალურად აღიარებული კვალიფიკაცია:

სტუდენტები იღებენ შანსს, მოიპოვონ Cambridge English Qualifications-ის უვადო სერტიფიკატი, რომელიც მსოფლიოს ათასობით უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ არის აღიარებული.


- მაღალი დასაქმებადობა:

გამართული ინგლისური ენისა და საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.


ლეველს აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია თორთლაძე: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გავხდით Cambridge English Educational პარტნიორი. ეს სტატუსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ხარისხიანი განათლებისადმი და საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ასაკის მსურველს შევთავაზოთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები და კემბრიჯის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადება საერთაშირისო სტანდარტებით.“

ლეველს აკადემიის აკადემიური მენეჯერი ხათუნა ბუსკივაძე: „კემბრიჯის უახლესი, ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სახელმძღვანელოებით სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ შეისწავლონ ენა, არამედ პრაქტიკულად გამოიყენონ ის რეალურ ცხოვრებაში, რაც მათი წარმატების საწინდარია. ახლა კი მათ შეუძლიათ, მთელი ეს პროცესი, მომზადებიდან გამოცდის ჩაბარებამდე, ჩვენთან გაიარონ.“

C1 ჯგუფის კურსდამთავრებული გეგა შონია: „ლეველს აკადემიაში მიღებული განათლებით თავდაჯერებული გავდივარ Cambridge English -ის გამოცდაზე და ვფიქრობ, წარმატებით გავართმევ თავს. ვიცი, რომ გამოცდა ნაცნობ და კომფორტულ გარემოში ჩატარდება, რაც დამეხმარება მშვიდად ვიყო გამოცდაზე და მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.

როგორ დავრეგისტრირდე?

ინგლისური ენის კურსებზე და კემბრიჯის ოფიციალურ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ეწვიოთ ლეველს აკადემიის ვებგვერდს და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდეთ:
- ვებგვერდი: www.levels.ge
- ტელეფონი: 032 2 18 06 05

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები