დიდმა ბრიტანეთმა ირანელი ნავთობ-მაგნატი, მუჰამად ჰუსეინ შამხანი დაასანქცირა. გაიყინა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, მილიარდერს ბრიტანეთში ჩასვლა სამუდამოდ აეკრძალა. ჰუსეინ შამხანს ბრალად თეირანის ანტი-ისრაელურ და ანტი-უკრაინულ ქმედებებში ჩართვა ედება. ბრიტანული სანქციები მაგნატის ოთხ კომპანიასაც შეეხო. როგორც ირკვევა, შახმანი საზღვაო გადაზიდვების, ნავთობქიმიკატების წარმოებისა და საფინანსო მომსახურების ბიზნესებს ფლობდა.
ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შახმანის კომპანიებთან თანამშრომლობა ყველა ადგილობრივ ბიზნესსა თუ ინდივიდუალურ პირს აეკრძალა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰამიშ ფალკონერმა განაცხადა, რომ სანქციების დადებით ოფიციალურ თეირანს უცხოეთიდან დაფინანსების მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო შეუწყდება. მისი თქმით, ირანი მსგავსი ბიზნესმენებისგან მიღებულ თანხებს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იყენებდა. ხელისუფლება კი ვერ დაუშვებდა მსგავსი რამის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ შამხანი გასულ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაასანქცირა.




























