მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

60b0f9f3e9371
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.21 18:26
1174
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Johnson & Johnson-ის COVID-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 20 მილიონამდე დოზა ვაქცინა დაარეზერვა, რომელსაც ქვეყანა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოდან მიიღებს.

„Johnson & Johnson-ის COVID-ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, არის მაღალი ხარისხის ეფექტიანი პრეპარატი“, - აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვაქცინის ავტორიზაციას Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ ეს ვაქცინაციის გასაზრდელად დამატებითი საშუალება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები