მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

პალესტინა

გაეროს რიგით მე-80 გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირეს. მათი წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა იმ სამხედრო მოქმედებებით უკმაყოფილება, რასაც ისრაელის ჯარი ახორციელებს. ამასთან, მიზეზად დასახელდა “ორი სახელმწიფოს გამოსავლის” იდეის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნების სურვილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისრაელის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები მკაცრად დაგმო და არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პალესტინის აღიარება არსებული ვითარების გამოსწორების კუთხით აუცილებელი ნაბიჯია.

განცხადება გაავრცელა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ჰამასის მხარდაჭერას არ ნიშნავს და მიზნად ომის დასრულების ხელშეწყობას ისახავს. მსგავსი შეფასება გააჟღერა ავსტრალიის ხელისუფლებამაც.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ პალესტინის ცნობას მკაფიო გამოხმაურება მოჰყვა ისრაელის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარების მხარდამჭერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ისინი “ტერორიზმს საჩუქარს უკეთებენ”. მან იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის სახელმწიფოს არსებობის იდეა კატეგორიულად გამორიცხა.

გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ უფრო გამყარდება. ანალიტიკოსების ნაწილი დიდი შვიდეულის წევრების მიერ პალესტინის აღიარებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები რეალურად ვითარებას არ შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები