მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

623334191d4a8
BM.GE
17.03.22 17:12
833
დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა “ინგლისის ბანკმა” დღეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

საბაზო საპროცენტო განაკვეთი, რაც აქამდე 0.25%-ს შეადგენდა, 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 0.75% გახდა.

ცენტრალური ბანკის მიერ საბაზო განაკვეთის ზრდა ბრიტანეთში მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის შეჩერებას ემსახურება. 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 4.9% იყო, ეს 1992 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაციაა.

გუშინვე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის FED-მაც, რომელმაც განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად აშშ-ში FED-ის საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0.25-0.5 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები