მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდუბეში, აბულაშვილის ქუჩაზე გადაადგილება დროებით იზღუდება - მერია

შეზღუდვა
BM. GE
10.11.23 12:00
147

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები