დიდუბის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველები, უფასო სასადილოების ბენეფიციარები და ომის ვეტერანები სააღდგომოდ, საკვები პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ. ტენდერი პროდუქტების შესყიდვაზე დიდუბის გამგეობამ გამოაცხადა, რისთვისაც 94 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. ჯამში გამგეობას გათვალისწინებული აქვს 3350 ერთეული სასაჩუქრე პაკეტის შეძენა, რომელიც მოიცავს 1 ცალ პასკას, კვერცხს, 1 კილოგრამ შოკოლადის კანფეტს, 1 ბოთლ წითელ ღვინოს, ზეთს, შაქარს, საქონლის ხორცის ერთ ცალ "ტუშონკასა" და 1 კგ ფქვილს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება ეტაპობრივად, 2018 წლის 6 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.

























