მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდუბის ხიდზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება - მერია

შოთა შალიკაშვილის ხიდი

თბილისის მერია დიდუბის რაიონში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები