დედაქალაქში, დიდუბის რაიონის კონკრეტულ ქუჩებზე, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, სპირიდონ კედიას, ვანის და ცემის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.