მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია - მერია

შუქნიშნები

თბილისში, დიდუბე 220-ის ქვესადგურში ავარიის გამო, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა, რის გამოც ამ ტერიტორიებზე მდებარე შუქნიშნების ნაწილი გამოირთო - ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენში. ამ ეტაპზე ყველა მეტროსადგური დაუბრკოლებლად ემსახურება მგზავრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები