მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Digital Institute-ის 22 ახალი კურსი ტექპროფესიებით დაინტერესებულებისთვის

Digital Institute-მა ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის 22 ახალი კურსი დაამატა, რომლის პრეზენტაციაც 27 იანვარს პულმანი-აქსის თაუერში გამართულ ღია კარის დღეზე გაიმართა. გარდა ამისა, ციფრულმა ინსტიტუტმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ციფრული საშაბათო სკოლის გახსნაც დაუანონსა. სკოლა 12-დან 15-წლამდე ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ ტექნოლოგიური მიმართულებით საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.