მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Digital Institute-ის კიდევ ერთმა ჯგუფმა Angular Development-ის 6-თვიანი კურსი დახურა

BM.GE
15.03.23 10:29
245
Digital Institute-ის სტუდენტების მორიგმა ჯგუფმა Angular Development-ის 6-თვიანი კურსი წარმატებით დაასრულა. კურსის დასრულების შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს პერსონალური კარიერის მენეჯერი 3 წლით გამოეყოფა, რომელიც მას ნებისმიერი კარიერული პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტუდენტების ნახევარ.ე მეტი, ჯერ კიდევ კურსის დასრულებამდე სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში დასაქმდა. როგორც Digital Institute-ში ამბობენ, მათი მიზანი ტექნოლოგიური მიმართულებით სტუდენტების რაც შეიძლება მეტად განვითარებაა, სწორედ ამიტომ, ისინი უახლოეს მომავალში სასწავლო პროცესში არაერთი მიმართულების დამატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას გეგმავენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები