მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

5ca9b9734a9d2
თელარა გელანტია
07.04.19 12:44
982

დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა.

როგორც bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი.

ამ დროისთვის, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აფეთქების შედეგად, ნანგრევებში არავინ მოყოლილა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები