მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დიჯითალ ინსტიტუტი” კურსდამთავრებულებს დასაქმების გარანტიას აძლევს

631af43151366
BM.GE
09.09.22 12:22
569

ციფრული ინსტიტუტი ტექნოლოგიური აკადემიაა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებით ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად კურსებს სთავაზობს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტს დასაქმების გარანტია აქვს, ან კურსის სრული ღირებულება უბრუნდება უკან. მართალია, ციფრული ინსტიტუტი სულ ცოტა ხანია ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა უკვე დიდი ნდობით და პოპულარობით სარგებლობს.

დღეს ციფრული ინსტიტუტზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ მესხი მოგვიყვება. 

No description available.



თენგო
, რატომ გადაწყვიტეთ ციფრული ინსტიტუტის დაარსება?

ციფრული სამყარო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, რაც მთელ მსოფლიოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროგრამისტებზე მოთხოვნა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი ჩნდება.  საქართველოს ამ მხრივ დიდი რესურსი აქვს და მსურს ჩემი პატარა წვლილი შევიტანო საქართველოში ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.

მინდა ქართველ ახალგაზრდებს ის საერთაშორისო ცოდნა გავუზიარო, რაც საქართველოში ნაკლებადაა და დავეხმარო მათ, რომ უფრო მეტ ადგილობრივ თუ უცხოურ ტექ კომპანიაში დასაქმდნენ.

მოგვიყევით მეტი თქვენი გამოცდილების შესახებ

წლების მანძილზე ნამუშევარი მაქვს მოწინავე საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში. McKinsey London-ში ვიყავი ბიზნეს კონსულტანტი, სადაც დიჯიტალის მიმართულებით  კონსულტაციას ვუწევდი Fortune 500 & FTSE 100 კომპანიებს.ასევე, Ford Motor Company-ში ვმუშაობდი Simulation Modeller-ად.

საქართველოს ბანკში ვიყავი Deputy Chief Information Officer & Head of Agile ანუ IT დირექტორის მოადგილე. ამჟამად ვარ საერთაშორისო software development სააგენტოს Concept Digital-ის თანადამფუძნებელი, რომელიც კომპანიებს მაღალტექნოლოგიურ ციფრულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. შესაბამისად, კონცეპტ დიჯითალში მუდმივად ვეძებთ კვალიფიციურ და ნიჭიერ დეველოპერებს.

სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გადავწყვიტე ციფრული ინსტიტუტის დაარსება.

რა გამოარჩევს Digital Institute-ს სხვა აკადემიებისგან?

ჩვენი მთავარი მიზანია სტუდენტებმა მიიღოთ აქტუალური ცოდნა, შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი, პრაქტიკული უნარები და წარმატებით დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში.

  • ჩვენი კურსების სილაბუსები შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ;
  • ჩვენი ლექტორები მუშაობენ ისეთ გიგანტ კომპანიებში, როგორებიცაა Microsoft, Tesla, Toptal და ა.შ.
  • ყველა ჩვენი კურსი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რაც ნიშნავს რომ ახალგაზრდები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ ზუსტად იციან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციაში.
  • პროგრამირების 6 თვიანი კურსის სტუდენტებს, კურსის დასრულებიდან 3 თვის ვადაში დასაქმების გარანტიას ვაძლევთ.


დასაქმების გარანტია ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ვფიქრობ ასეთი დაპირება არცერთ კონკურენტ კომპანიას არ აქვს. 

რატომ გადაწყვიტეთ რომ სტუდენტებს დასაქმების გარანტია მისცეთ? როგორც ჩანს დარწმუნებული ხართ, რომ ყველა წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმებას შეძლებთ..

ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საქართველოსა თუ ევროპაში დამწყებ დეველოპერებს ყველაზე მეტად  სწორედ პირველი სამსახურის დაწყება უჭირთ.

ეს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ  პირველი დამსაქმებელი ვერ ენდობა სტუდენტის თეორიულ ცოდნას, რომ ის შეძლებს შესწავლილი ტექნოლოგიით და "ფრეიმვორქით" მუშაობას და რეალური ციფრული პროდუქტის შექმნას.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი პროგრამირების 6 თვიანი კურსები მოიცავს ციფრული პროდუქტის აწყობის 2 თვიან მოდულს, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები რომელიმე დიდი ვებ ან მობაილ აპლიკაციის ანალოგის შექმნას ზუსტად 2 თვეს უთმობენ. კურსის ბოლოს კი მათ აქვთ Junior Developer-ის დონის დასრულებული პროექტი და მზად არიან ჯუნიორ პოზიციებზე დასასაქმებლად. 

რაც შეეხება დასაქმების გარანტიას, კურსის დასრულებიდან 3 თვის ვადაში დავასაქმებთ ყველა სტუდენტს, ვინც კურსის ფინალურ გამოცდაზე გადალახავს 70%-იან ზღვარს. 

ამისთვის ციფრულ ინსტიტუტში გვყავს პერსონალური კარიერის მენეჯერი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება როგორც CV-ის და სამოტივაციო წერილის შექმნაში, ასევე ამზადებს გასაუბრებისთვის და ეხმარება პირველი დამსაქმებლის მოძიებაში. 

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ბევრ მოწინავე ქართულ კომპანიასთან, რაც ჩვენი სტუდენტების დასაქმებას გაგვიმარტივებს. 

ჰო, და რაც მთავარია, თუ ჩვენ 3 თვის მანძილზე კურსდამთავრებული ვერ დავასაქმეთ, უკან ვუბრუნებთ კურსის სრულ ღირებულებას. 

ნამდვილად ძალიან მომხიბვლელი წინადადებაა. ვფიქრობ ძალიან ბევრი მსურველი იქნება. თქვენი კურსების შესახებაც გვიამბეთ.

ციფრულ ინსტიტუტში 2 ტიპის კურსები გვაქვს: საბაზისო - 1 თვიანი კურსები სხვადასხვა მიმართულებით და 6 თვიანი, რომელიც როგორც უკვე ვახსენე 4 თვიანი სწავლა ტრენინგის და 2 თვიანი ციფრული პროექტის აწყობის მოდულიგან შედგება.

ამჟამად გვაქვს 1 თვიანი კურსები: Intro to software development, ციფრული პროდუქტის UI/UX დიზაინი და აზროვნება ციფრულ მარკეტინგში.

ასევე, 6 თვიანი კურსები დასაქმების გარანტიით: Frontend Web development, Mobile development. სულ მალე კიდევ 4 კურსს დავაანონსებთ პროგრამირების მიმართულებით.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები