მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დილა” - კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი განვითარებას განაგრძობს

62d674364dd8c
მარიამ იზორია
19.07.22 13:32
816
80 მილიონამდე ქათმის კვერცხი წლიურად, 200 დასაქმებული და ქართულ ბაზარზე ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება - ამ მონაცემებით კომპანია “დილა” 16 წელია ადგილობრივ ბაზარზე კვერცხზე არსებულ მოთხოვნას 17-22%-ით აკმაყოფილებს და გამოწვევების მიუხედავად განვითარებას განაგრძობს.

Bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი დავით ცხვედიანი ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვერცხის ადგილობრივ წარმოებას შიდა ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. ის ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, კვერცხის იმპორტი დაბალ ფასად მაინც ხორციელდება. დავით ცხვედიანი იმაზეც საუბრობს, რომ მსოფლიოში არსებული მაღალი ინფლაცია, ადგილობრივ წარმოებაზე დიდ გავლენას ახდენს.

“კვერცხის წარმოება შესაფუთი მასალები იქნება ეს, საკვები, ინვენტარი თუ მანქანა-დანადგარები, დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ნედლეული ცოტაა და იმპორტირებულთან შედარებით ძვირიც ღირს. ამიტომ იმპორტს წარმოებაში დიდი წვლილი უკავია. შესაბამისად, მსოფლიოში ინფლაციური პროცესები ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. იმპორტირებული ნედლეულის ფასი კატასტროფულად იზრდება, რასაც ლოგისტიკური პრობლემებიც ემატება. გარდა ამისა, ორი წელია ყველაფერი ძვირდება როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით კი პროდუქტის თვითღირებულების გაზრდა და ფასების კორექტირება გვიწევს”, - აღნიშნავს “დილას” დირექტორი.

სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, „დილა“ თავის მრავალწლიან პარტნიორთან და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან - „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობასა და განვითარებას განაგრძობს.

„საქართველოს ბანკთან 2008 წლიდან ვთანამშრომლობთ. ამ პერიოდის განმავლობაში მათი დახმარებით უამრავი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, შევიძინეთ მანქანა-დანადგარები, ტექნიკა, განვაახლეთ მატერიალ-ტექნიკური ბაზა. პერიოდულად კი, მოკლევადიანი დაფინანსებით, მარაგების შეძენა - ანუ აუცილებლი ნაშთის შექმნა ხდება. განვითარება კომპანიისთვის მუდმივი პროცესია, რომელიც სანდო პარტნიორთან ერთად სტაბილური და გარანტირებული ხდება. შესაბამისად, ვფიქრობ, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის“, - ამბობს „დილას“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები