მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი გვინდაძე EBRD-ის კლიმატის სტრატეგიისა და რეგიონული მიწოდების ხელმძღვანელად დაინიშნა

62331f7837d58
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.22 15:52
1444
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნეს, რომლის მიხედვითაც დიმიტრი გვინდაძე კლიმატის სტრატეგიისა და რეგიონული მიწოდების ხელმძღვანელად დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მას ამ დრომდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერევნის ოფისის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა, რომელიც ახალახანს გიორგი ახალკაცმა ჩაანაცვლა.

დიმიტრი გვინდაძე ახალ პოზიციაზე მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 4 აპრილიდან შეუდგება.

EBRD-ი სომხეთში 1992 წლიდან არის წარმოდგენილი, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ქვეყნის მასშტაბით 1,8 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 200-მდე პროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები