მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ლორთქიფანიძე საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოუწოდებს, 5 დღით გაიფიცონ

5c0e284da23fa
ანუკა ჯოხაძე
10.12.18 12:50
898
“ჩვენი მიზანია, რომ ამ 5 დღის ვადაში შეიზღუდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე”, - ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

იუსტიციის სახლთან შეკრებილი მოქლაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოხელეთა კორპუსმა უნდა გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება-მოსილება და გაიფიცონ 5 დღის ვადით.

“მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მოვუწოდებ, დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ 2500 ე.წ უცხოელი, რომელმაც თავის დროზე შემოიტანა განაცხადი მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დღეს ელოდება წარმოების განახლებას. 5 დღე სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ თავიანთი მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. საუბარი არის ათასობით ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწაზე. ჩვენი შეთავაზებაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოხელეთა კორპუსმა გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით მონიჭებული უფლება-მოსილება, რაც გამყარებულია შრომის კანონთა კოდექსის 49-ე მუხლით და გაიფიცონ 5 დღის ვადით - 10 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით უარი განაცხადონ რეგისტრაციის პროცესზე, როგორც სახელმწიფოებრივ აქტზე“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის, იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს. მისი ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია და მოქალაქეები მომსახურების მიღების მიზნით, იუსტიციის სახლის ალტერნატიული შესასვლელით სარგებლობენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები