მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ 7 თვეში

57d7966480558
BM.GE
13.09.16 10:00
1843
"ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ 7 თვეში", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქართული პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა დამატებითი გადასახადების გარეშე. ძირითადი პროდუქტებია ღვინო, მინერალური წყლები, აგროპროდუქტები რომლებიც ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა.

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვავა, როდესაც ღვინოზე ჩინეთმა გარდამავალი გადასახადების გარეშე მისცა ნებართვა თავის პარტნიორ ქვეყანას. მრავალ ქვეყანას ჩინეთთან გარდამავალი ტარიფების განულებაზე ჰქონია 10 წლიანი პერიოდი , ხოლო ჩვენ შემთხვევაში მას შემდეგ რაც სახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება მეწარმეები საბაჟო ტარიფების გარეშე შეძლებენ ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანას. გასულ წელს ჩინეთში 2 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდია, წლევანდელ წელს მიზანია 5 მილიონი ბოთლი. ეს ჩვენს ღვინოს ძალიან კონკურენტუნარიანს გახდის.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს დელეგაციას, მაღალპროფესიულად შესრულებული სამუშაოსთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები