ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ასევე შესაძლებლობა იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ს სტანდარტებისა და ვალდებულებებთან დაახლოების მიმართულებით. ასევე უნდა აღინიშნოს EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირთან ერთად Horizon 2020-ის ფარგლებში - InnovFin – ის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელი არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოების ზრდის მხრივ ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების მიზნით, ასვეე ტექნიკური მხარდაჭერის რჩევების თვალსაზრისით.“

























