მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური ზრდის ძირითადი მიზეზი არის ბიზნესის განწყობები

574d5d4661c39
BM.GE
31.05.16 13:44
1387
ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აპრილში ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დადებითი ტენდენციები შეინიშნება ინფლაციის და ლარის კურსის მაჩვენებლებშიც.
 
"ეკონომიკური ზრდის ძირითადი მიზეზი არის ბიზნესის განწყობები, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა რაც უკვე ასახულია ციფრებში.

ასევე ინფლაციაზე ძალიან დადებითი ტენდენციაა წლის დასაწყისიდან. ეს აისახება პირდაპირ ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეზე, იმიტომ, რომ მათ ნაკლების გადახდა უწევთ.
მარტის თვიდან დაახლოებით 15%-ით არის გამყარებული ლარი ეს არის 33 პუნქტი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები