მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია

5a705fd9eb100
BM.GE
30.01.18 16:05
979
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია.

აფხაზეთში დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორს ასლან ბასარიას და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს საუბარი წარიმართა ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესისა და აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკურ დეტალებზე, აგრეთვე ზამთარში რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და 2019 წელს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოების განხორციელების საკითხებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ენგურჰესის ელექტროსადგური და სხვა ენერგო და ჰიდრონაგებობები. მასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები