ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას ვალუტა გადაახურდავონ მაშინ როდესაც ამის საჭიროება იქნება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კურსის ცვლილებაზე მოქმედებს როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორები და მასზე ყოველდღიური კომენტარის გაკეთება სწორი არაა.
„ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და მასზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მოვუწოდებ მოსახლეობას და კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

























