ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 9-10 ივნისს ყაზახეთში ეკონომიკური კომისია ჩატარდება, რომელსაც თავადაც დაესწრება.
"ჩვენ ჩვენი წინადადებები ყაზახურ მხარეს გავაცანით, როდესაც პირველი ვიცე-პრემიერი აქ იყო ჩამოსული. მოგახსენებთ, რომ 9-10 ივნისს ეკონომიკური კომისია ჩატარდება ყაზახეთში, სადაც მე პირადად მაქვს შეხვედრა მოთხოვნილი, „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელობასთან და ვნახოთ რა შედეგით დავურნებით.
ჩვენ ვიცით რა გვინდა ამ კომპანიისგან, გვინდა, რომ იქითა მხარესაც შევუთანხმდეთ. ამოცანა არის მარტივი - თბილისის მოსახლეობამ მიიღოს ხარსხიანი მომსახურეობა", - განაცხადა მინისტრმა.

























