მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

58aac17e44c6d
BM.GE
20.02.17 14:13
1123
პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები