ფინანსთა მომავალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს, როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.
"ჩვენ ვიქნებით სტაბილურობასა და მდგრადობაზე ორიენტირებული. შემოსავლები უნდა იყოს სტაბილური რაც ფისკალური პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანია.
საგადასახადო პოლიტიკა აუცილებლად ბიზნესისთვის მეგობრული იქნება და მეტად და მეტად სერვისზე ორიენტირებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალი იქნება მდგრადი და სამართლიანი, - "რასაც მოვიხმართ ჩვენვე გადავიხდით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
"მე ეკონომიკის მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ , - ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება, დამოკიდებულება ეკონომიკის და ბიზნესის მიმართ არ შეიცვლება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

























