მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყახაზეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

575529f95ad4b
BM.GE
06.06.16 11:45
1627
"ყახაზეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის დაწყბამდე ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ფორუმზე ყაზახ ბიზნესმენებს სამშენებლო და ტურისტულ სფეროებს გააცნობენ, ასევე მოხდება სახელმწიფო პროგრამების წარდგენაც.
 
"მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზარტორებს. ყახაზეთი არის იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ ჩვენს ქვეყანაში აქვთ 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელებული, მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი. შესაბამისად დღეს ყაზახი სტუმრების ჩვენთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვისაუბრებთ ლოჯისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე და იმ ბიზნეს გარემოზე , რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს არის. რა თქმა უნდა შევთავაზებთ იმ პოტენციალს რომელიც გვაქვს მშენებლობაში, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში და იმ წამახალისებელ პროგრამებს, რაც სახელმწიფოს გააჩნია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული კარგი გადაწყვეტლება და ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის ახალ სამუშაო ადგილებზე და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფორუმს 40-მდე ყაზახი ინვესტორი ესწრება და ის Forbes Georgia-ს და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით ტრადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები