მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილი ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას მიმართავს

5aaa40076597e
თელარა გელანტია
15.03.18 13:38
1402
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ წელს ანაკლიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი მაქსიმალურად დატვირთული იქნება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს გიორგი სიგუას მიერ დაფუძნებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „Gem Fest“-ს ფინანსურად არ დაეხმარება.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, Gem Fest-ის ბრენდთან დაკავშირებით, პრობლემებია - თუ ვის ეკუთვნის ეს ბრენდი, თუმცა ეს ინფორმაცია თქვენც უნდა გადაამოწმოთ. რაც მთავარია და რაშიც მინდა დავარწმუნო ზუგდიდის და ანაკლიის ახლომდებარე მოსახლეობა არის ის, რომ ჩვენი ყურადღება და ანაკლიის დატვირთულობა იქნება მაქსიმალური; გარდა კონკრეტული შაბათ-კვირებისა, კვირის შუაშიც გაიმართება ბევრი ღონისძიება, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავიყვანოთ ანაკლიაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის: დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა აპირებს, ანაკლიის განვითარების მხარდამჭერი, ხანგრძლივი, სავარაუდოდ, 3 ან 5 წლიანი პროგრამის შემუშავებას.

"გამოვაცხადებთ სამ ან ხუთწლიან მხარდაჭერის პროგრამას, იმისთვის, რომ ფესტივალი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიდბება იყოს მდგრადი და მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს როგორც წარმატებული და საქართველოს წარმომჩენი ფესტივალი“, - აცხადებს ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები